„ალჯოს მორიგ ნაჭერს ავიღებ!“ - მერაბ დვალიშვილმა სეხუდოს უპასუხა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის პირველმა ნომერმა, მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოს გამოწვევას უპასუხა და მასთან ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვა.
„წავედით! ალჯამეინ სტერლინგის მორიგ ნაჭერს ავიღებ, ახლავე!“ - განაცხადა „მანქანამ“ სოციალურ ქსელში.
Let’s Go! I will take another of @funkmasterMMA ‘s leftovers .. for now! https://t.co/I7jVSbcaxp
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) May 8, 2023
რამდენიმე წუთის წინ, ჰენრი სეხუდომ დენა უაითს მიმართა და მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის ჩანიშვნა მოითხოვა.
„ჯერ დასასრულისგან ძალიან შორს ვარ. დენა უაით, თეფშზე მერაბ დვალიშვილის თავი მჭირდება!“ – დაწერა სეხუდომ.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს, ჰენრი სეხუდო ალჯამეინ სტერლინგთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის შედეგადაც ალჯომ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის 4-გზის ჩემპიონი გახდა.