მარკიზიო: „კვარაცხელიას დონის ტალანტს უფრო ადრეულ ასაკში უნდა ვიმატებდეთ“
„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ, ტურინული კლუბის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „იუვენტუსი“ ისე უნდა მოიქცეს, როგორც „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში მოიქცა.
რა თქვა მარკიზიომ:
თუ შევხედავთ ბოლო პეიოდს, ვიტყოდი, რომ გუნდში არიან ახალგაზრდა, იმედისმომცემი ფეხბურთელები. მაგალითად: მირეტი, ილინგი და ბარბიერი. ფაგიოლიც ძალიან კარგია, ის იგივე ასაკისაა, რაც კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლის“ მოგებაში დაეხმარა. მისი დამატება უფრო ადრეულ ასაკში შეგვეძლო, მაგრამ შემდეგ მან სხვა გზა ნახა.
პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ კლუბში გარკვეული პერიოდის განმავლობაში კრიზისი საჭიროა, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვფოკუსირდეთ. მათ „იუვეს“ მაისური რთულ დროს მოირგეს და აჩვენეს, რომ ამ მაისურის ტარებას იმსახურებენ. ვფიქრობ, ისინი მალე კლუბსაც და იტალიის ნაკრებსაც გამოადგებიან.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. ხუთშაბათს, ლუჩანო სპალეტის გუნდმა სტუმრად „უდინეზესთან“ 1:1 ითამაშა და ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა. კვირას კი „პარტენოპეიმ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინა“ 1:0 დაამარცხა და მატჩის დასრულების შემდეგ ჩემპიონობა გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა. „ნაპოლი“ 35-ე ტურის შეხვედრას კვირას, სტუმრად „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.