კვარაცხელია სეზონის მთავარი აღმოჩენაა“ - მარჩელო ლიპი
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონი შეაფასა.
75 წლის სპეციალისტი „პარტენოპეის“ თამაშით აღფრთოვანებულია და განსაკუთრებულად გუნდის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოსწონს.
რა თქვა ლიპიმ:
ნაპოლის შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და გუნდი საკმაოდ კარგად, შეიძლება ითქვას ჯადოსნურადაც. ისინი იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ და მათი თამაშის ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ხვიჩა კვარაცხელია? ეჭვგარეშეა, რომ ამ წარმატებაში ის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. იტალიაში მისი გამოცხადება ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა იყო. არ ვხუმრობ, როდესაც ვამბობ, რომ სასიამოვნოა მისი ყურება მატჩის ნებისმიერ მონაკვეთში.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. ხუთშაბათს, ლუჩანო სპალეტის გუნდმა სტუმრად „უდინეზესთან“ 1:1 ითამაშა და ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა. კვირას კი „პარტენოპეიმ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინა“ 1:0 დაამარცხა და მატჩის დასრულების შემდეგ ჩემპიონობა გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა.
„ნაპოლი“ 35-ე ტურის შეხვედრას კვირას, სტუმრად „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.