ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, არიედო ბრაიდა
Aa
Aa

„მათი შენარჩუნება ძალიან რთული იქნება“ - ბრაიდა ხვიჩასა და ოსიმენზე

„კრემონეზეს“ სტრატეგიულმა მრჩეველმა არიედო ბრაიდამ, რომელსაც „მილანსა“ და „ბარსელონაში“ უმუშავია, იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. მისი აზრით, „ნაპოლის“ მათი შენარჩუნება გაუჭირდება.

„კვარაცხელიასა და ოსიმენის დატოვება? ეს „ნაპოლის“ პროექტზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ აჩვენეს, რომ მატჩებში გამარჯვება და ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ. ისინი ექსტრაორდინალური მოთამაშეები არიან, რომლებიც „ნაპოლის“ გამარჯვებას ბიძგს აძლევენ. მათი შენარჩუნება რთულია, რადგან მათ ფინანსურად ძლიერი კლუბები მიიწვევენ“.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველმა გარემარბმა „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ვიქტორ ოსიმენთან ერთად გუნდის მაღალ შედეგიანობას განაპირობებდა.

ვიქტორ ოსიმენმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 23 გოლი შეაგდო, ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეორე პოზიციას ლაუტარო მარტინესი 19 გოლით იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები