გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსია მინიმუმ 25 მილიონს ითხოვს | მამარდაშვილს პრემიერ ლიგაში გადასვლა სურს

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზე უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება. „მამარდას“ საკითხზე სტატია ცნობილმა გამოცემამ, Relevo-მ გამოაქვეყნა და „ღამურების“ გეგმებისა და გიორგისთვის სასურველი ვარიანტების შესახებ დაწერა.

როგორც ესპანური ვებგვერდი იტყობინება, მამარდაშვილს „ჩეს“ დატოვება სურს და მისი გაშვების წინააღმდეგი კლუბიც არაა. Relevo-ს ცნობით, „ვალენსიას“ პრეზიდენტი, პიტერ ლიმი მის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონ ევროს მოითხოვს, რასაც ბონუსებით გათვალისწინებული „დიდი თანხა“ დაემატება.

Relevo-ს მიხედვით, ამ კვირაში, კლუბის სპორტული დირექტორი, მიგელ ანხელ კორონა მამარდაშვილის საკითხზე პიტერ ლიმს შეხვდება. გიორგის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მოთხოვნა სწორედ კორონას იდეაა და საბოლოო ვერდიქტს სინგაპურელი ბიზნესმენი გამოიტანს. ლიმი ხვდება, რომ ლა ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში, კლუბს მოუწევს, „მამარდას“ სანაცვლოდ ბევრად ნაკლებს დასჯერდეს.

ესპანური გამოცემის მიხედვით, გიორგის პრემიერ ლიგაში გადასვლა სურს და ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი - მამარდაშვილი თვლის, რომ პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია. და მეორე - „ვალენსიას“ ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ ინგლისურ კლუბებს შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ღამურების“ მეკარემ ლა ლიგის 33-ვე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მან 33-დან 6 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ასევე, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ორივე ტურნირის გათვალისწინებით 22 წლის ქართველი მეკარის აქტივში 8 მშრალი შეხვედრაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეფის გვირგვინი ოსიმენმა მიიღო“ - ნიგერიის პირველი პირი სერია A-ს პოსტზე
„მეფის გვირგვინი ოსიმენმა მიიღო“ - ნიგერიის პირველი პირი სერია A-ს პოსტზე