ოფიციალურად: კახა ჩხეტიანი ტორპედოს აღარ გაწვრთნის
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ კახა ჩხეტიანი აღარ გაწვრთნის. ინფორმაცია იმერულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. „ტორპედოს“ განცხადება: „ქუთაისის "ტორპედოს" მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა. "ტორპედო" მადლობას უხდის მას გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება "ტორპედოს" ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია“.
View this post on Instagram
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ 12-დან 5 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დასრულდა, სამ მატჩში დამარცხდა. მე-10 ტურში „ტორპედო“ „საბურთალოსთან“ დამარცხდა - 0:3, მე-11 ტურში გორის „დილასთან“ განადგურდა - 5:0, გასულ ტურში კი „სამტრედიას“ 1:0 მოუგო.
10-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „ტორპედო“ 19 ქულით მე-6 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 5 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს.