მიშელ პლატინი
Aa
Aa

„თითოეული შეხება ჯარიმად აქცია“ - პლატინი VAR-ის წინააღმდეგია

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მიშელ პლატინიმ VAR-ზე ისაუბრა. უეფას ყოფილი პრეზიდენტი ვიდეორეფერის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, მატჩები მსაჯების გარეშე გაიმართება.

„VAR-მა თითოეული შეხება ჯარიმად აქცია. მსაჯმა გადაწყვეტილება მოედანზე უნდა მიიღოს და არა მონიტორის წინ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მხოლოდ კარის ხაზისა და თამაშგარე მდგომარეობის ტექნოლოგიას დავტოვებდი. VAR-ი მსაჯებს ანადგურებს და მათი რაოდენობა მცირდება. ბლატერს წლების წინ ვუთხარი, რომ თუ არაფერი შეიცვალა, არბიტრების გარეშე დავრჩებით და ისეთი ვითარება შეიქმნება, როგორიც ფეხბურთის საწყის წლებში იყო“.

პლატინიმ სუპერ ლიგაზე და კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა და განაცხადა: „სუპერ ლიგა ადრე თუ გვიან, აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ სხვანაირი სახე ექნება. მეტს არაფერს ვიტყვი. კრიშტიანუს რაც შეეხება, მის განსჯას არ ვაპირებ. 200 მილიონი რომ შემოგთავაზონ, წინადადებაზე უარის თქმა ამორალური იქნება და სულერთია, სუპერ მდიდარი ხარ თუ არა“.

შეგახსენებთ, რომ უეფა საკოორდინაციო საბჭოს შექმნას აპირებს, რათა VAR-ის მუშაობა გაუმჯობესდეს. ბრიტანული The Athletic-ი წერს, რომ საბჭოს სათავეში ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ზვონიმირ ბობანი ჩაუდგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეფის გვირგვინი ოსიმენმა მიიღო“ - ნიგერიის პირველი პირი სერია A-ს პოსტზე
„მეფის გვირგვინი ოსიმენმა მიიღო“ - ნიგერიის პირველი პირი სერია A-ს პოსტზე