„კაკას შემდეგ ასე არავის გავუოცებივარ“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა
Bobo TV-ის ეთერში ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი აზრით, სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გარემარბია, რომელმაც „ნაპოლის“ ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
„კაკას შემდეგ სერია ა-ში გადმოსულ არც ერთ ფეხბურთელს გავუოცებივარ ისე, როგორც ეს ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო. გამონაკლისი მხოლოდ ფენომენი რონალდოა, 1997 წელს სერია ა-ში გადმოვიდა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით თუ ვინ იყო ფენომენი, რა შეეძლო. სერია ა-ში გადმოსვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას საწყის თვეებში ისეთივე გამანადგურებელი გავლენა ჰქონდა, როგორც კაკას. მას უადგილო არაფერი უთქვამს, იტანდა გოლებს და ასრულებდა საგოლე პასებს.
მახსოვს, როცა კვარაცხელია საქართველოდან ჩამოვიდა, მას მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა. ეს ტრანსფერი ჯუნტოლის შედევრია, მაგრამ კვარა კიმიზე უფრო გამანადგურებელი იყო. მან ინსინიე შეცვალა და სკუდეტოს მოპოვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. 10-დან 9,5-ს დავუწერ“.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველმა გარემარბმა „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ვიქტორ ოსიმენთან ერთად გუნდის მაღალ შედეგიანობას განაპირობებდა.