რიუ ავე, გიორგი ქარსელაძე
Aa
Aa

გიორგი ქარსელაძე - 18 წლის ქართველი რიუ ავეს პირველ გუნდში დააწინაურეს

„რიუ ავეს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფრეირემ პირველ გუნდში 18 წლის გიორგი ქარსელაძე დააწინაურა. პორტუგალიის უმაღლესი ლიგის ბოლო ორ ტურში გიორგი ქარსელაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა ამპლუით მცველის დებიუტი ჯერ არ შემდგარა.

გიორგი ქარსელაძე პორტუგალიისა და საქართველოს მოქალაქეა, საუბრობს პორტუგალიურ და ქართულ ენებზე. 2005 წლის 18 მარტს ვილა-დუ-კონდიში დაიბადა და ამავე ქალაქის კლუბის, „რიუ ავეს“ აღზრდილია, მიმდინარე სეზონში „რიუ ავეს“ 23 წლამდე გუნდებში თამაშობს. ამასთან ერთად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. შესაძლოა, მისი დებიუტი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონში შედგეს.

175 სანტიმეტრის სიმაღლის მარჯვენა მცველს მარჯვენა გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

„რიუ ავე“ 2021-22 წლების სეზონში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში აღზევდა, მიმდინარე სეზონში 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 16 ქულით უსწრებს, სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „რიუ ავეს“ უმაღლეს ლიგაში ადგილი გარანტირებული აქვს.

32-ე ტურში, 14 მაისს, „რიუ ავე“ „ვიტორიას“ უმასპინძლებს. შესაძლოა, ამ მატჩში ქარსელაძის ოფიციალური დებიუტი შედგეს.

ქარსელაძე ბავშვობიდან „რიუ ავეს“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები