„ასეთი მოთამაშის შენარჩუნება კლუბის ანგარიშებს ანადგურებს“ - სიმეონე ოსიმენზე
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ Gazzetta-სთან ინტერვიუში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, თუ ოსიმენის სანაცვლოდ დიდ თანხას შესთავაზებენ, ნეაპოლურმა კლუბმა ნიგერიელი ფორვარდი უნდა გაყიდოს. არგენტინელმა სპეციალისტმა შვილზე, ჯოვანი სიმეონეზეც ისაუბრა, რომელიც „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.
დიეგო სიმეონე შვილზე, ჯოვანი სიმეონეზე საუბრობს: „როცა ჯოვანიმ მითხრა, რომ „ნაპოლიში“ თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა, მისი დარწმუნება არ დამჭირვებია. ნეაპოლში ჩასვლის შემდეგ მითხრა, რომ რაღაც მნიშვნელოვანის მოგება სურდა. როცა „ნაპოლიმ“ სკუდეტო მოიგო, მას ვუთხარი: „იაზრებ? შენ არგენტინელი ხარ, რომელმაც მარადონას შემდეგ „ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტო მოიგო. ხალხის გულებში სამუდამოდ რჩები“.
ჯოვანი სიმეონემ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 21 მატჩში 3 გოლი შეაგდო.
სიმეონე ოსიმენზე: „ვიქტორ ოსიმენი ძალიან ძლიერია. მისი თვისებების მქონე ცოტა მოთამაშეა. ვფიქრობ, ის შესაძლოა 100 მილიონზე მეტი ღირდეს. არ ვამბობ, რომ „ნაპოლიმ“ უნდა გაყიდოს, მაგრამ ვიმეორებ არგუმენტებს, რაც მადრიდის „ატლეტიკოში“ გავაკეთეთ. თუ ეკონომიკურად ძლიერი კლუბი მოვა და ფეხბურთელში ორმაგს შემოგთავაზებს, მოთამაშის შენარჩუნება სისხლისგან გცლის და შენს ანგარიშებს ანადგურებს, რადგან მას მაღალი ხელფასი უნდა გადაუხადო. ცვლილება უმჯობესია. და ვინ არის „ნაპოლიზე“ უკეთესი? მათ მნიშვნელოვანი მოთამაშეები გაუშვეს და შეხედეთ რა ფეხბურთელები ჰყავთ კვარაცხელიასა და კიმის სახით“.
ვიქტორ ოსიმენმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 23 გოლი შეაგდო, ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეორე პოზიციას ლაუტარო მარტინესი 19 გოლით იკავებს.