მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო, დენა უაითი
Aa
Aa

„შეუძლია, ტიტულისთვის ხვალვე იჩხუბოს“ - დენა უაითი მერაბზე და ალჯოზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მერაბ დვალიშვილის მომავალზე ისაუბრა. UFC 288-ის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, დენას ჰკითხეს, ორგანიზაციას „მანქანასთან“ დაკავშირებით რა გეგმები აქვს, რაზეც უაითმა ასე უპასუხა:

„არ ვიცი, მერაბთან დაკავშირებით რას ვაპირებთ. მას ალჯოსთან ჩხუბი არ უნდა და ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება. შევთავაზეთ თუ არა სტერლინგთან ბრძოლა? კი, მას შეუძლია, სატიტულო ბრძოლა ხვალვე გამართოს, მაგრამ ალჯოსთან ჩხუბი არ უნდა“.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა საჩემპიონო ბრძოლაში ჰენრი სეხუდო დაამარცხა და მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. სატიტულო დაპირისპირების შემდეგ, ოქტაგონზე შონ ომალი გამოჩნდა, რომელმაც „ალჯო“ გამოიწვია და დენა უაითმაც დაადასტურა, რომ სტერლინგის მომდევნო მეტოქე ომალი იქნება. მისი თქმით, ბრძოლა სავარაუდოდ აგვისტოში გაიმართება.

ცნობისთვის, მერაბს ხელის ტრავმა აწუხებს და როგორც მისმა თანაგუნდელმა, კრის უაიდმენმა განაცხადა, „მანქანას“ დაახლოებით 3-4 თვე გაუცდება. ამერიკული პრესის ინფორმაციით, მისი მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, კორი სენდჰეგენი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემოვიდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - იტალიური მედიის შეფასება
„შემოვიდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - იტალიური მედიის შეფასება