ჯოელ ემბიდი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, ჯეიმს ჰარდენი, მარკუს სმარტი, ტაირიზ მაქსი
Aa
Aa

საოცარი მატჩი და ჰარდენის Game winner | სმარტს სასწაულამდე ცოტა დააკლდა

„ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ „ბოსტონ სელტიქსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ამ გუნდების მეოთხე შეხვედრა უაღრესად დრამატული და საინტერესო გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო.

„ფილადელფიამ“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 27:19 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა. „ბოსტონი“ თამაშში მეოთხე მეოთხედში დაბრუნდა, რომელიც 24:15 მოიგო. ძირითადი დროის დასრულებამდე, 15 წამით ადრე, ჯეიმს ჰარდენმა 2-ქულიანით ანგარიში გაათანაბრა, „სელტიქსის“ ბოლო შეტევაში კი მარკუს სმარტმა სამიანი გააცუდა და ოვერტაიმი დაინიშნა - 107:107.

დამატებითი ხუთწუთეული ქულა-ქულაში წარიმართა. საფინალო სირენამდე 18.2 წამით ადრე, ჰარდენმა საკუთარი გუნდი სამქულიანით დააწინაურა - 115:113. ჰარდენს მარკუს სმარტმა სამქულიანით უპასუხა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთის გაშვება რამდენიმე წამით დააგვიანა და გამარჯვება „ფილადელფიას“ დარჩა - 116:115.

„სიქსერსს“ 42 ქულით, 8 მოხსნითა და 9 ასისტით „წვერამ“ ულიდერა. ჯოელ ემბიდს 34 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა, ტაირიზ მაქსის - 14 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი. „ბოსტონის“ მხრიდან 24 ქულით, 18 მოხსნითა და 6 ასისტით ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა. ჯეილენ ბრაუნს 23 ქულა ჰქონდა, მარკუს სმარტს - 21.

ამრიგად, „ბოსტონისა“ და „ფილადელფიას“ სერიაში ანგარიში თანაბარია და მომდევნო შეხვედრა „სელტიქსის“ საშინაო არენაზე, „თიდი გარდენში“ გაიმართება. მატჩი 10 მაისს, თბილისის დროით, 03:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემოვიდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - იტალიური მედიის შეფასება
„შემოვიდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - იტალიური მედიის შეფასება