საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, გიორგი სარდალაშვილი, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

მედალი პირველივე დღეს! სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველივე დღეს შეძლო მედლის მოპოვება.

-60 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს შეხვდა და მეტოქე გაფრთხილებებით დაამარცხა.

ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, გამარჯვებულის გამოვლენას კი თითქმის 10 წუთი დასჭირდა. საბოლოოდ, დამატებითი დროში, სარდალაშვილმა მეტოქეს 05:29-ე წუთზე მეტოქეს მესამე შიდო მიაღებინა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ამ ბრძოლამდე, 19 წლის ძიუდოისტმა პირველ წრეში ზამბიელი სიმონ ზულუ შიდოებით დაამარცხა. მეორე წრეში ავსტრიელ მარკუს აუერს იპონით მოუგო, მეოთხედფინალში კი ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ყაზახ ნურკანატ სერიკბაიევს იპონით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით -66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რთულია დღეს ისეთი ადამიანის პოვნა, როგორიც მერაბია“ - ალჯომ დვალიშვილზე ისაუბრა
„რთულია დღეს ისეთი ადამიანის პოვნა, როგორიც მერაბია“ - ალჯომ დვალიშვილზე ისაუბრა