კანელო ალვარესი
Aa
Aa

ნოკდაუნში ორჯერ ჩააგდო - კანელომ რაიდერი დაამარცხა და ტიტულები დაიცვა

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში მეორე საშუალო წონით კატეგორიაში სატიტულო ბრძოლა შედგა - ლეგენდარულმა მექსიკელმა კანელო ალვარესმა ბრიტანელი ჯონ რაიდერი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

ალვარესის ანგარიშზე კარიერულად 63 ბრძოლა, 59 გამარჯვება, 39 ნოკაუტით, 2 მარცხი და 1 ფრეა.

კანელომ ბრძოლამდე თამასა მაღლა აწია და განაცხადა, რომ თუ დამარცხდებოდა კარიერას დაასრულებდა. მეტოქე კი საკმაოდ ძლიერი ჰყავდა. რაიდერს აქამდე ზედიზედ 4 რთული ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

ალვარესი საქმეს პირველივე წუთებიდანვე სერიოზულად მიუდგა და ჩვეულ სტილში გვერდითი დარტყმებით ქულების დაგროვება დაიწყო. რაიდერს მუდმივ პრესინგში ამყოფებდა.

კანელომ ნელ-ნელა მეტოქეს ბოლო მოუღო. მე-5 რაუნდში რაიდერი უკვე მაგრად იყო ნაცემი და მექსიკელმა საკონტროლო გასროლაც შემოგვთავაზა - ბრიტანელს ორმაგი მძლავრი დარტყმა მიაყენა და ნოკდაუნში ჩააგდო.

რაიდერმა გაუძლო და მე-6 რაუნდში ბრძოლაც შეძლო. კანელომ ის ნოკდაუნში მე-8 რაუნდშიც ჩააგდო, თუმცა ის მაინც წამოდგა და მე-12 რაუნდამდე მივიდა. საბოლოოდ, საულ (კანელო) ალვარესი მსაჯებმა გამარჯვებულად ერთსულოვნად დაასახელეს - 120:107, 118:109, 118:109.

ამ გამარჯვების შემდეგ, კანელო ალვარესმა თავისი ოთხივე ტიტულის დაცვა მოახერხა - WBC, WBA Super, IBF და WBO.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქვე გეჩხუბები“ - ფანმა სცადა, მერაბთან ეჩხუბა, მანქანამ ყურადღება არ მიაქცია
„აქვე გეჩხუბები“ - ფანმა სცადა, მერაბთან ეჩხუბა, მანქანამ ყურადღება არ მიაქცია