ლოჩოშვილის გამარჯვება - კრემონეზემ სპეციას მოუგო და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა
იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში „კრემონეზემ“ შინ კონკურენტი „სპეცია“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში დანიელ ჩიოფანიმ 41-ე წუთზე გახსნა. მეორე გოლი 77-ე წუთზე ხოან ვასკესმა გაიტანა.
ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზეს“ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, მასპინძელთა დაცვის ხაზი მეტოქეს სიცრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდა, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავი „კრემონეზეს“ მეკარის, მარკო კარნეზეკის ბრწყინვალე რეაქციები, მან გუნდი გოლისგან არაერთხელ იხსნა.
Sofascore-მა ლოჩოშვილს მაღალი შეფასება დაუწერა - 7,4. მან 2 ბრძოლა მინდორზე მოიგო, 2 - ჰაერში. ბურთი სახიფათო ზონიდან 9-ჯერ გამოიტანა, რაც ბრწყინვალე შედეგია. ასევე, მეტოქის ორი დარტყმა დაბლოკა.
ამ გამარჯვებით დავიდე ბალარდინის გუნდი 24 ქულით კვლავ მე-19 ადგილზეა, თუმცა მე-17 საფეხურზე მყოფ „სპეციას“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, ლოჩოშვილის გუნდს სერია ა-ში ადგილის შენარჩუნების რეალური შანსი აქვს.
შემდეგ ტურში „კრემონეზე“ სტუმრად „იუვენტუსს“ შეხვდება (14 მაისი), რის შემდეგაც „ბოლონიას“ უმასპინძლებს (20 მაისი), „ლაციოს“ სტუმრად დაუპირისპირდება (28 მაისი). სერია ა-ს სეზონის დასკვნით ტურში „კრემონეზეს“ მეტოქე „სალერნიტანაა“, ეს მატჩი კრემონაში გაიმართება (4 ივნისი).