„ჯეკ არ წახვიდე წვეულებაზე - ერლინგ მოკეტე და ყინულის აბაზანაში ჩაწექი...“
ჯეკ გრილიშმა ერლინგ ჰoლანდს ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელი უწოდა, რომელიც ოდესმე უნახავს.
„ყველა ადამიანი განსხვავებულია, არა? შეხედეთ ჰოლანდს. ის საუკეთესო პროფესიონალია, ვინც კი ოდესმე მინახავს.
მისი მენტალიტეტი არის ის, რასაც სხვაგან ვერსად ნახავთ. ყველაფერს აკეთებს: ძალებს იღდგენს, მუშაობს დარბაზში, ატარებს სხვადასხვა პროცედურებს 10 საათის განმავლობაში, იღებს ყინულის აბაზანებს, იცავს დიეტას.
ამიტომ არის ის ისეთი, როგორიც არის. მაგრამ ვფიცავ, მე ვერ ვიქნებოდი ასეთი. ჩვენ მეგობრები ვართ. თამაშის შემდეგ ის მეუბნება: „ჰეი, არ წახვიდე წვეულებაზე ამაღამ". უბრალოდ ვეუბნები, გაჩუმდი და წადი ყინულის აბაზანაში ჩაჯექი. ამ მხრივ ჩვენ ვართ ორი განსხვავებული ადამიანი, რომლებიც წარმატებას ჩვენი გზით ვაღწევთ.
მე არ ვარ ისეთი წარმატებული, როგორც ის. მან ამ სეზონში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. მაგრამ თუ ის გააკეთებდა იმას, რასაც მე ვაკეთებ ხოლმე, ჰოლანდი იტყოდა: „ჯანდაბა, დღეს თავს საშინლად ვგრძნობ".
მე სხვანაირად ვისვენებ, ვიდრე ის. სახლში მიდის, ოჯახთან ერთად ზის, შეკვეთილ საჭმელს ჭამს. ხანდახან მეც ასე ვაკეთებ და მომწონს. მაგრამ ხანდახან მიყვარს გარეთ გასვლა და დასვენება“,
- განაცხადა გრილიშმა.