რუბენ ნევეში, ანსუ ფატი
Aa
Aa

ბარსა თანახმაა - ნევეშისა და ფატის გაცვლა რეალური ხდება

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა დადასტურდეს და „ბარსელონამ“ და „ვულვზმა“ ბარტერი განახორციელონ.

ესპანური Sport-ის ცნობით, ანსუ ფატისა და რუბენ ნევეშის გაცვლა იგეგმება. ინგლისური კლუბი „ბარსას“ 30 მილიონ ევროსა და პორტუგალიელ ნახევარმცველს შესთავაზებს, რაც კატალონიელებისთვის მიმზიდველი წინადადებაა.

წყაროს ცნობით, „ბარსა“ ასეთ გარიგებაზე თანახმაა. კლუბს სურს, რომ შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რათა 30 ივნისამდე ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება მოხერხდეს.

„ბარსელონა“ ანსუს გადაწყვეტილების მიღებას ელის, რომელსაც ჯერჯერობით კლუბის დატოვება არ სურს, თუმცა აშკარაა, რომ 20 წლის ესპანელი ფორვარდი „ბლაუგრანას“ სამომავლო გეგმებში აღარ შედის. მიმდინარე სეზონში ფატიმ საკმაოდ ბევრი შანსი მიიღო, რომლის გამოყენებაც ვერ შეძლო.

ფატის აგენტი ჟორჟე მენდეში ფეხბურთელის გაყიდვაზე დიდი ხანია მუშაობს. ის „მანჩესტერთან“, „ლივერპულთან“, „არსენალთან“, „ნიუკასლთან“ და „ჩელსისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა არაფერი გამოვიდა. ბოლოს მან „ვუვლზის“ ვარიანტი გამოიყენა. ამ კლუბთან პორტუგალიელი აგენტი დიდი ხანია საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს.

„ბარსას“ რეალურად ფატის გაყიდვა 70 მილიონიან მოგებას მოუტანს, რადგან გარდა 30 მილიონის მიღებისა, კლუბი მიიღებს რუბენ ნევეშს სრულიად უფასოდ, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
მიქაუტაძე ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა