გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ფრანგული „მეცის“ ქართველი ლეგიონერი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

22 წლის ქართველი ფორვარდი აპრილის თვეში დიდებულად გამოიყურებოდა. მიქაუტაძემ 5 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა და „მეცს“ ლიგა 1-ში დასაბრუნებლად წინ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.

აღსანიშნავია, რომ აპრილის თვეში ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელად ასევე „მეცის“ თავკაცი ლასლო ბოლონი დაასახელეს. ამჯერად კი მიქაუტაძის აღიარების ჯერი დადგა, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 20 გოლი აქვს გატანილი და სატრანსფერო ბაზარზე მის მიმართ ყურადღება სულ უფრო იზრდება.

32 მატჩი, 20 გოლი და 7 საგოლე პასი მიქაუტაძეს როგორც ჩანს, ინგლისური კლუბებისთვის მიმზიდველს ხდის. უკვე ცნობილია, რომ მის მიმართ ინტერესს „ბარნლი“ იჩენს. ასევე ქართველი ფორვარდით სერია A-ს ბინადრები „უდინეზე“ და „ჯენოა“ ინტერესდებიან.

მიქაუტაძე და „მეცი“ მომდევნო ტურში 6 მაისს, სტუმრად „ნიონს“ დაუპირისპირდებიან. ამჟამად ქართველის ფორვარდის კლუბი სატურნირო ცხრილში 59 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

მიქაუტაძის მე-20 გოლი ლიგა 2-ში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: ოსიმენის გაყიდვა გამორიცხულია, სპალეტი?...
დე ლაურენტისი: ოსიმენის გაყიდვა გამორიცხულია, სპალეტი?...