დავით ვოლკოვი
Aa
Aa

ვოლკოვის მე-9 გოლი სეზონში - საბაჰმა სტუმრად მოიგო

აზერბაიჯანის ჩემპიონატში 33-ე ტურში დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ „ქიაფაზს“ სტუმრად 3:0 მოუგო, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ფორვარდმაც შეიტანა.

ვოლკოვი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, როცა თავისი გუნდი 2:0-ს იგებდა. 83-ე წუთზე კი შეხვედრაში მესამე გოლის გატანა შეძლო და მატჩს წერტილი დაუსვა.

„ქიაფაზას“ რიგებში მყოფმა ქართველებმა მათე კვირვიამ და გიორგი ქანთარიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. კვირკვიამ 85 წუთი ითამაშა, ქანთარიამ კი 90.

ვოლკოვის „საბაჰი“ ჩემპიონატში 77 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს „ყარაბაღს“, რომლის ღირსებასაც ლუკა გუგეშაშვილი იცავს 4 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ დავით ვოლკოვს მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში 33 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს