კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი
Aa
Aa

NBA: დურანტის და ბუკერის 86 ქულა - ბოსტონმა ფილადელფიას მოუგო

გამთენიისას NBA-ს პლეი-ოფების მორიგი შეხვედრები გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „ფინიქსმა“ შინ „დენვერს“ მესამე შეხვედრაში 121:114 მოუგო და ანგარიში 1:2 გახადა.

მასპინძელთა შორის სუპერმატჩი ჰქონდა კევინ დურანტსა და დევონ ბუკერს, რომლებმაც ჯამში 86 ქულის ჩაგდება შეძლეს. „კეიდიმ“ 39 ქულა, 9 მოხსნა და 8 გადაცემა გაიფორმა, ბუკერმა კი 47 ქულა და 9 გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ დურანტმა ამ მატჩის შემდეგ ლეგენდარულ კარლ მელოუნს პლეი-ოფის ბომბარდირთა შორის გადაასწრო და ყველა დროის საუკეთესოთა სიაში მე-7 ადგილზე აღზევდა.

„დენვერის“ რიგებში ტრადიციულად გაიბრწყინა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 16 მოხსნა, 17 გადაცემა. სერბი ამ მაჩვენებლით ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც საპლეიოფო მატჩში მინიმუმ 25 ქულა, 15 მოხსნა და 15 გადაცემა მოაგროვა.

გუნდებს შორის სერიის მე-4 შეხვედრას 8 მაისს კვლავ ფინიქსში ვიხილავთ, თბილისის დროით 04:00 საათზე.

რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ნახევარფინალურ წყვილს, „ფილადელფიამ“ შინ „ბოსტონს“ უმასპინძლა და 102:114 დამარცხდა. სერიაში „სელტიკსი“ 2:1-ს იგებს.

მასპინძლებს ჯოელ ემბიდისა და ჯეიმს ჰარდენის ორმაგმა დუბლებმა ვერ უშველა.

სეზონის MVP ემბიდმა 30 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. „ბაბუაწვერამ“ კი 16 ქულა და 11 გადაცემა.

„ბოსტონელთა“ მხრიდან ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა, რომელმაც ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა - 27 ქულა, 10 მოხსნა.

სერიის მე-4 შეხვედრა 7 მაისს, ჩვენი დროით 23:30 საათზე ფილადელფიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ქომაგები გავახაროთ“ - გიორგი შერმადინი
„ძალიან მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ქომაგები გავახაროთ“ - გიორგი შერმადინი