გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

ქუთათელაძე ოქტაგონზე ბრუნდება | მისი მეტოქე ცნობილია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება. MMA-ის ჟურნალისტის, მარსელ დორფის ინფორმაციით, „ქართველი ვიკინგი“ 4 ივნისს იჩხუბებს და მისი მომდევნო მეტოქე ჯეიმი მულარკი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ტოპ 15-ში არც მულარკი იმყოფება და არც ქუთათელაძე, დორფის ცნობით, მათი ბრძოლა ღონისძიების მეინ ქარდზე გაიმართება. ავსტრალიელი მებრძოლი მაღალი დონის სტრაიკერია და გულშემატკივრებს საინტერესო სანახაობა ელოდებათ.

მულარკი UFC-ში 2019 წლის შემდეგ გამოდის და ზედიზედ ორი გამარჯვება აქვს. ბოლო ბრძოლა მან 12 თებერვალს გამართა და ფრანცისკო პრადო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, მანამდე კი მაიკლ ჯონსონს სძლია. ავსტრალიელის ბოლო მარცხი 2022 წლის 5 მარტით თარიღდება და მან ჯეილინ ტერნერთან წააგო.

ცნობისთვის, გურამ ქუთათელაძეს MMA-ს ეგიდით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 12 მოგება და 3 მარცხი აქვს. UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 2022 წლის 18 ივნისს იჩხუბა და დამირ ისმაგულოვთან მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ლეგენდების გვერდით - ტოპ 11 სკუდეტოს მომგები ნაპოლის გუნდებიდან
კვარა ლეგენდების გვერდით - ტოპ 11 სკუდეტოს მომგები ნაპოლის გუნდებიდან