ჯანო ანანიძე
Aa
Aa

რუსმა ფეხბურთელმა გაიხსენა, ჯანოსგან Porsche Panamera როგორ შეიძინა

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გეორგი ტიგიევმა გაიხსენა, ჯანო ანანიძისგან „პორშე პანამერა“ როგორ შეიძინა. ტიგიევი „სპარტაკში“ 2017 წელს გადავიდა და ჯანოსთან დადებული გარიგების დეტალები Sports.ru-ს გაუზიარა.

„სპარტაკში ყოფნისას მერსედესის მარკის ორკარიანი კაბრიოლეტი ვიყიდე, რომელიც 4 მილიონი რუბლი დამიჯდა. ავტომობილის შეძენის შემდეგ, თავი ცხოველი მეგონა, მუსიკა ბოლო ხმაზე მქონდა აწეული და ბაზაზე მივედი. იქ მერსედესებით მძღოლებიც არ დადიოდნენ და ჯანომ მკითხა, მზის ელემენტებზე მომუშავე მანქანა სად მყავდა. ჩემი მანქანა 2.0 ტურბოს მქონე მერსედესი იყო და ანანიძე გამეხუმრა: „ეს რა ჯანდაბაა? არ გინდა, ჩემგან პანამერა იყიდო?" ვეუბნები: „ის ხომ 2 მილიონი დოლარი ღირს“, ამაზე კი ჯანომ მიპასუხა: „ნაწილ-ნაწილ მომეცი“.

მერსედესი სალონში დავაბრუნე და ვუთხარი, რომ არ მომეწონა. ისინი შოკირებული იყვნენ, რადგან დაინახეს, როგორ აღვფრთოვანდი, როცა ავტომობილი შევიძინე. ამის შემდეგ, ჯანოს სახლში მივედი, „პორშე პანამერაში“ ჩავჯექი და შოკში ჩავვარდი. იმდენი ღილაკი იყო, თავი თვითმფრინავში მეგონა. ჯანოს სახლიდან ჩემს სახლამდე 65 000 ვიდეოზარი განვახორციელე და მივხვდი, რომ ეს ჩემი მანქანა იყო. ჩემს ჯარიმებს თავისი საბანკო ბარათით დედაჩემი იხდიდა და იყო თვე, როცა ჯარიმებში გადახდილმა თანხამ 250 000 რუბლი შეადგინა“.

შეგახსენებთ, რომ ანანიძე „სპარტაკის“ ღირსებას 2009-დან 2019 წლამდე იცავდა. 2013-14 წლების სეზონში, იგი „როსტოვში“ იყო განათხოვრებული, 2019 წელს კი - „კრილიაში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ლეგენდების გვერდით - ტოპ 11 სკუდეტოს მომგები ნაპოლის გუნდებიდან
კვარა ლეგენდების გვერდით - ტოპ 11 სკუდეტოს მომგები ნაპოლის გუნდებიდან