კლეი ტომპსონი, გოლდენ სტეიტ უორიორსი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

ტომპსონის 8 სამქულიანი - გოლდენ სტეიტმა ლეიკერსი გაანადგურა

გამთენიისას NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც „გოლდენ სტეიტმა“ „ლეიკერსს“ უმასპინძლა და პირველი საშინაო მარცხის შემდეგ, ამჯერად მეტოქე გაანადგურა და 127:100 მოუგო.

„უორიორსმა“ პირველი მეოთხედი 26:33 დათმო, თუმცა ამის შემდეგ აიწყვიტეს და „ლეიკერსს“ გადაუარეს. მეორე და მესამე მეოთხედები გადამწყვეტი გამოდგა. სტივ კერის გუნდმა 41:23 და 43:24 მოიგო, რამაც დასკვნითი მეოთხედი ფორმალობად აქცია.

მატჩამდე „გოლდენს“ ძირითადის ცენტრი კევონ ლუნი მცირე დისკომფორტის გამო გამოაკლდა და კერს ძირითადში ჯამაიკლ გრინის დაყენება მოუხდა, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად კარგად ითამაშა და 15 ქულა ჩააგდო.

როგორც პირველ შეხვედრაში, ამჯერადაც „ლეიკერსმა“ სტეფ კარიზე ორმაგი დაცვა ითამაშა, თუმცა ამჯერად დარჩენილი სივრცეებით კლეი ტომპსონმა ისარგებლა და 30 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 11-დან 8 სამქულიანი იყო.

თავად კარიმ კი 20 ქულა და 12 გადაცემა მიითვალა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა დრეიმონდ გრინს - 11 ქულა და 11 მოხსნა.

„ლეიკერსის“ მხრიდან საუკეთესო ლებრონი იყო, რომელმაც 23 ქულის ჩაგდება შეძლო.

წყვილში მომდევნო ორი მატჩი ლოს ანჯელესში გაიმართება. გუნდებს შორის მესამე შეხვედრა 7 მაისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს