ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს

„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ „სკუდეტოს“ ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, Sky Sport Italia-ს ინტერვიუ მისცა. „პარტენოპეის“ იტალიელმა უკანახაზელმა საკუთარი გუნდის წარმატებაზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„სკუდეტოს აღსანიშნავად რაღაც განსაკუთრებული არ მოგვიმზადებია. როცა გოლი გავუშვით, ჩვენს თავს ვუთხარით, რომ ამ საღამოს იგივე არ მოხდებოდა, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა! ნეაპოლში მიმდინარე მოვლენების ამსახველი კადრების ნახვა საოცარი შეგრძნებაა. სკუდეტოზე მას შემდეგ ვოცნებობდით, რაც სეზონი დაიწყო და ერთი სული გვაქვს, ქომაგებთან ერთად როდის ვიზეიმებთ. რომელი იყო გადამწყვეტი შეხვედრა? ერთის გამორჩევა მიჭირს, მაგრამ თუ პასუხის გაცემას მაიძულებთ, იუვენტუსთან 5:1-ით მოგებულ მატჩს გამოვარჩევ. ბიანკონერის დამარცხებამ თვითრწმენა მოგვცა, სატურნირო ცხრილში ჩვენი უპირატესობა გაზარდა და დაგვეხმარა გაგვეთავისებინა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია.

კვარა? ნაპოლიში გადმოსვლისთანავე იტალიის ჩემპიონატის მოგება საოცარი მიღწევაა. ის ჩუმი ბიჭია, რომელიც სათქმელს მოედანზე ამბობს და არასდროს იმალება. მან ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა, ჩვენი ტექნიკური ლიდერია და მიმდინარე სეზონში ძალიან დაგვეხმარა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ 34 ტურის შემდეგ 80 ქულა მოაგროვა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელია. ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ ისტორიაში მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც სკუდეტო მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა ღმერთს, რომ ნეაპოლს ეს სიხარული მივანიჭე“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
„მადლობა ღმერთს, რომ ნეაპოლს ეს სიხარული მივანიჭე“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ