ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გოლი-სკუდეტო მის დარტყმას მოჰყვა“ - იტალიური პრესა ხვიჩას თამაშზე

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა. „პარტენოპეიმ“ „უდინეზესთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა და 33-წლიანი პაუზის შემდეგ, სანუკვარ თასს დაეუფლა. „კვარამ“ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 85-ე წუთზე შეცვალეს, იტალიური პრესა კი მის თამაშს ასე გამოეხმაურა:

Tuttonapoli (7): „ყოველთვის კრეატიული იყო, მაშინაც კი, როცა უდინეზე ყველგან იყო და მისი გუნდი თამაშში არ გახლდათ. მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და სკუდეტოს პენალტით მოიპოვებდა, მაგრამ მილიონობით მაყურებელს შორის, მსაჯი და ვიდეორეფერი ის გამონაკლისები იყვნენ, რომლებმაც წესების დარღვევა ვერ დაინახეს. მეორე ტაიმში მის დარტყმას ოსიმენის გოლი-სკუდეტო მოჰყვა. მეორე 45 წუთში, მეტი სივრცე, სოლორეიდი და ჩაწოდება ჰქონდა. ერთ მომენტში, ეჰიზიბუეს 3-ჯერ გასცდა და ელმასს პასი გაუკეთა“.

Calciomercato (7): „პირველ ტაიმში პოზიტიური ქმედებები ჰქონდა, მაგრამ ცოტათი ჩაკეტილი იყო. უდინეზეს მცველები აქტიურად ავიწროებდნენ და ზოგჯერ, ძალიან აგრესიულები იყვნენ. მეორე ტაიმში ფაქტორად იქცა“.

Tuttomercatoweb (6.5): „გარკვეული დროა, ხვიჩას ტაქტიკურ გალიაში უწევს ყოფნა და გამონაკლისი არც უდოჯი ყოფილა. არც თუ ისე კარგი პირველი ტაიმი, მაგრამ ოსიმენის გოლი მის დარტყმას მოჰყვა. მოედნის დატოვებისას აპლოდისმენტებით გააცილეს“.

Calcionapoli: (9): „საქართველო ახალი ნეაპოლია. თუ არსებობს იდენტური მსგავსება ქალაქსა და მთლიან ერს შორის, ეს სწორედ საქართველო და ნეაპოლი გახლავთ“.

Casanapoli: (6): „აშკარაა, რომ საუკეთესო პერიოდი არ უდგას და ეს განსაკუთრებით, მეტოქეებთან პირისპირ დარჩენისას ჩანს. პირველ ტაიმში, მოწინააღმდეგის საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მსაჯმა მომენტი გაატარა. მეორე ნახევარში, ოსიმენის გოლი მის დარტყმას მოჰყვა და ნამდვილი კვარა ისე დაბრუნდა, თითქოს ტვირთი მოიხსნაო“.

Napolimagazine: (6.5): „პენალტი ეკუთვნოდა, მაგრამ ვერ მიიღო. მთელი მატჩის განმავლობაში ურტყამდნენ“.

Eurosport (6.5): „ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ინიციატივას არ იჩენდა, ცოტა სივრცე უჩნდებოდა და კრეატიულობა აკლდა, თუმცა ოსიმენის გოლი მისი მარჯვენა ფეხიდან დაიბადა“.

ამრიგად, „ნაპოლიმ“ 34 ტურის შემდეგ 80 ქულა მოაგროვა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელია. ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ ისტორიაში მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც სკუდეტო მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-3 ქართველი მებრძოლი | UFC 4-ში ილია თოფურია დაამატეს
მე-3 ქართველი მებრძოლი | UFC 4-ში ილია თოფურია დაამატეს