სოფიან ამრაბატი
Aa
Aa

ბარსა ამრაბატის შეძენას უმიზნებს

სოფიან ამრაბატი შესაძლოა ამ ზაფხულს „ფიორენტინადან“ „ბარსელონაში“ გადავიდეს.

As-ის ცნობით, „ბარსას“ სამწვრთნელო შტაბს ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება სურთ და ამრაბატი მათთვის მისაღები პროფილის მოთამაშეა. წყარო ასევე ამბობს, რომ მაროკოელი შუახაზელის ტრანსფერი ბუსკეტსის მომავალზე არ იქნება დამოკიდებული.

„ბარსა“ ამრაბატის ტრანსფერით ჯერ კიდევ ზამთარში იყო დაინტერესებული, მაგრამ გარიგება არ შედგა, იტალიელებს მისი ნაადრევად დათმობა არ სურდათ.

კატალონიელებს ამჯერად ფეხბურთელის ობიექტურ ფასად შეძენის იმედი აქვთ, რადგან ამრაბატის კონტრაქტს ვადა 2024 წელს გასდის და თუ ამ ზაფხულს არ გაყიდეს, შემდეგ 26 წლის საყრდენის უფასოდ დათმობა მოუწევთ.

თუ, „ბარსელონა“ ამრაბატს ვერ გაიფორმებს, სათადარიგო ვარიანტად „ბეტისის“ არგენტინელი საყრდენი გვიდო როდრიგესი სახელდება.

თავად სოფიან ამრაბატმა „ბარსელონაში“ თამაშის სურვილი უკვე დააფიქსირა. მაროკოელმა ფეხბურთელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვულვზის შეთავაზება ბარსელონას | მგლებს ანსუ ფატის გადაბირება სურთ
ვულვზის შეთავაზება ბარსელონას | მგლებს ანსუ ფატის გადაბირება სურთ