მესის ტრანსფერი უფრო რეალური ხდება - ახალი დეტალები
ლეო მესის სატრანსფერო საგა გრძელდება. არგენტინელი პსჟ-ს ტოვებს და ახლა ევროპული პრესის მთავარი კითხვა არის, თუ სად წავა ლეო?
ბევრი სარწმუნო წყარო წერს, რომ მესის სურვილი მხოლოდ „ბარსელონაში“ დაბრუნებაა. არგენტინელს ევროპაში კიდევ 2 წლით დარჩენა სურს, რომ კოპა ამერიკაზე ნაკრებს კარგ კონდიციებში მყოფი დაეხმაროს. ასევე როგორც ცნობილია, „ლა პულგას“ მიმართ ჯერჯერობით სხვა არცერთ ევროპულ გრანდს ინტერესი არ გამოუჩენია.
მესის ახალი ტატუ (ბარსას ლოგო)
❤️???? Leo Messi's new tattoo: pic.twitter.com/lH2XRlbTVp
— Managing Barça (@ManagingBarca) May 4, 2023
ცოტა ხნის წინ, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მესის ტრანსფერზე ისაუბრა და პირვანდელი ტონი შეარბილა:
„იმისათვის, რომ მესი ბარსელონაში დაბრუნდეს, მისი ხელფასი იმაზე გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პსჟ-ში იღებს. გარდა ამისა, ბარსელონამ მის დასაბრუნებლად ფეხბურთელები უნდა გაყიდოს. ვფიქრობ, ბარსა მოთამაშეთა გასხვისებით საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებს“.
- ამბობს ტებასი.
ტებასი ბოლო დროს აცხადებდა, რომ ლეოს ლა ლიგაში დაბრუნება ძალზედ რთული იქნებოდა. ამჯერად კი მისი კომენტარი უფრო რბილი და ოპტიმისტურია.
გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლეოს „ბარსაში“ 10-ნომრიანი მაისურით თამაში სურს. დღეს კი ესპანურმა Sport-მა და Relevo-მ დაწერეს, რომ „ვულვზი“ მზადაა ანსუ ფატი შეიძინოს. ინგლისური კლუბი 30 მილიონ ევროსა და რუბენ ნევეშს იხდის. ჯერჯერობით კატალონიელთა პოზიცია უცნობია.