ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

კვარაცხელია თუ ლეაუ? - რას ამბობს DAZN-ის ჟურნალისტი

DAZN-ის ჟურნალისტმა, რიკარდო მანჩინიმ „მილანისა“ და „ნაპოლის“ გარემარბებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და რაფაელ ლეაუზე ისაუბრა. მანჩინიმ ქართველი და პორტუგალიელი შემტევები შეაქო და მათ შორის არსებული განსხვავება დაასახელა.

„კვარა თუ ლეაუ? ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, რომლებიც სხვებზე ერთი დონით მაღლა დგანან. სერია A-ში მათნაირ მოთამაშეს ვერ ვიპოვით. ხვიჩასა და რაფას შედარება რთულია. მართალია, ორივე შემტევია და ერთ პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ რაღაც მხრივ, ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

პორტუგალიელ ფეხბურთელს დრო დასჭირდა, რათა ადგილი დაემკვიდრებინა და ბოლო სეზონებში დაამტკიცა, რომ გამანადგურებელია. კვარაცხელიას რაც შეეხება, მან ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს სერია A-ში 20 წელია თამაშობს. იგი საოცარი სიმშვიდით გამოირჩევა და მასზე გავლენა ლუჩანო სპალეტის მიერ გაწეულმა სამუშაომაც მოახდინა. ვფიქრობ, ისინი ერთ დონეზე იმყოფებიან და ისტორია მათ მხარესაა. მომდევნო წლები გვიჩვენებს, რომელი უკეთესია“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 28 მატჩი აქვს გამართული და 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ლეაუს ანგარიშზე 31 შეხვედრაში გაფორმებული 12 გოლი და 8 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელის თხოვნა და ამღერებული ხვიჩა - ნაპოლის სიურპრიზი გულშემატკივრებს
ხელის თხოვნა და ამღერებული ხვიჩა - ნაპოლის სიურპრიზი გულშემატკივრებს