ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

EJU: სრული ყურადღება ილია სულამანიძისკენ!

ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დროით ადრე, ევროპული ძიუდოს კავშირი (EJU) ტურნირის ფავორიტებს განიხილავს.

ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში ამჯერად ილია სულამანიძე მოექცა, რომელიც -100 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს და ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება.

რას წერს EJU ილიაზე:

შესაძლოა, -100 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონები მრავლად იყვნენ წარმოდგენილები, მაგრამ უდავოა, რომ ყურადღება ილია სულამანიძისკენ იქნება მიპყრობილი. 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან პირველად შეძლო მედლის აღება და კვარცხლბეკზე მის თანამემამულე, გუნდის კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად იყო წარმოდგენილი. ორივე ძიუდოისტმა ბოლო ტურნირებზე ოქროს მედლები მოიპოვეს, მათ შორის უმცროსი კი ბოლო მასტერსის გამარჯვებულია. როგორც ჩანს, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე არჩევანი მასზე შეჩერდება.

მსოფლიომდე, ილია სულამანიძეს დიდი დრო ჰქონდა, რომ უფროს ძიუდოისტებს შორის ბევრი სპორტსმენი გამოეცადა, ახლა კი მას ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელის, ნიიაზ ილიასოვისა და მისი თანაგუნდელის, არმან ადამიანის (ორივე რუსეთი) გაცნობა მოუწევს. ორივე ძიუდოისტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი კატარის დედაქალაქ დოჰაში 7 მაისიდან დაიწყება, ილია სულამანიძეს კი ტატამიზე 12 მაისს ვიხილავთ.

აქვე გეტყვით, რომ 21 წლის ძიუდოისტმა 2021 წელს, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EJU: „მოუთმენლად ველით გრიგალაშვილის და კასეს შეხვედრას“
EJU: „მოუთმენლად ველით გრიგალაშვილის და კასეს შეხვედრას“