ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო, მარიო რუი
Aa
Aa

ხელის თხოვნა და ამღერებული ხვიჩა - ნაპოლის სიურპრიზი გულშემატკივრებს

„ნაპოლი“ დიდი ზეიმისთვის ემზადება და ამავდროულად, გულშემატკივრებთან ერთად სხვადასხვა სახის კამპანიებს აწყობს.

ერთ-ერთი ასეთი კამპანიის ფარგლებში, კლუბმა სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული კომენტარების ავტორებს მათ დიეგო მარადონას სტადიონსა და საწვრთნელ ბაზაზე უმასპინძლა.

გულშემატკივრებს „ნაპოლის“ ფეხბურთელები გაუმასპინძლდნენ და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, რომელმაც ჯერ ხელის თხოვნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი გულშემატკივრებთან ერთად, სპეციალურად დაწერილი საჩემპიონო სიმღერა იმღერა. ხვიჩასთან ერთად, აქტივობასი მონაწილეობა ვიქტორ ოსიმენმა, ჯოვანი დი ლორენცომ და მარიო რუიმაც იმღერეს.

„რას გააკეთებდი ნაპოლისთვის“ - ასეთია აქტივობის სახელწოდება, რომელსაც „ნაპოლი“ ახორციელებს და გულშემატკივრებს თავის საყვარელ ფეხბურთელებთან შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაშიც, იტალიის ჩემპიონობას სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აპრილში, გუნდი ორი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა“ - ნაპოლის ექს-ფორვარდი
„აპრილში, გუნდი ორი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა“ - ნაპოლის ექს-ფორვარდი