ჰარდენის სუსტი მატჩი - ბოსტონმა ანგარიში გაათანაბრა
NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის ერთი შეხვედრა გაიმართა. პლეი-ოფის სერიის მეორე მატჩში „ბოსტონ სელტიკსმა“ საკუთარ არენაზე ფილადელფია 121:87 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
„TD გარდენზე“ გამართული შეხვედრა თავიდან ბოლომდე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და 34 ქულიანი გამარჯვებითაც დასრულდა.
გამორჩეული იყო ჯეილენ ბრაუნი, რომელმაც მოედანზე გატარებულ 30 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. კარგი მატჩი ჰქონდა მალკოლმ ბროგდონსაც, რომელმაც 24:10 წუთში 23 ქულას, 6 მოხსნას, 2 ასისტსა და 1 ბლოკს მოუყარა თავი. სტუმართა რიგებიდან კი ორმაგი დუბლით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა - 12 ქულა, 10 მოხსნა და 4 ასისტი 32:20 წუთში.
გუნდებს შორის, პლეი-ოფის სერიის მომდევნო ორი მატჩი 6 და 7 მაისს, ფილადელფიაში გაიმართება.