ნიკოლა იოკიჩი, ჯოელ ემბიდი, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

ჯოკერის ეპოქა დასრულდა | ჯოელ ემბიდი MVP გახდა

NBA-ის რეგულარული სეზონის MVP „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ცენტრი, ჯოელ ემბიდი გახდა. ბევრი ვარაუდობდა, რომ აღნიშნულ ჯილდოს ისევ ნიკოლა იოკიჩს გადასცემდნენ და „ჯოკერი“ MVP ზედიზედ მესამედ გახდებოდა, თუმცა სერბი კალათბურთელი მეორე ადგილზე გავიდა.

სპეციალური მედია პანელის 100 წევრიდან ემბიდი პირველზე 73-მა გაიყვანა და ჯოელმა ჯამში 915 ქულა დააგროვა. იოკიჩი პირველ ნომრად 15-მა წევრმა დაასახელა და მან 674 ქულა მიიღო, მესამეზე კი „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელი, იანის ანტეტოკოუნმპო გავიდა - 606 ქულა.

ემბიდს საოცარი რეგულარული ჰქონდა და საშუალოდ მატჩში, NBA-ში ყველაზე მეტ ქულას აგროვებდა - 33.1. იგი პარკეტიდან 55 პროცენტით, პერიმეტრიდან 33 პროცენტით, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 86 პროცენტით უტევდა. ჯოელი საშუალოდ 34.6 წუთს თამაშობდა და 33.1 ქულასთან ერთად, 10.2 მოხსნას, 4.2 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 1.7 დაფარებას იფორმებდა.

ემბიდი ჰაკიმ ოლაჯუვონის შემდეგ, აფრიკაში დაბადებული პირველი კალათბურთელია, რომელიც MVP გახდა. იგი ალენ აივერსონის შემდეგ, „ფილადელფიას“ პირველი წარმომადგენელია, რომელმაც MVP-ის ჯილდო დაისაკუთრა. როგორც მოგეხსენებათ, ემბიდის გუნდი პლეიოფის მეორე რაუნდშია გასული და „ბოსტონს“ 1:0-ს უგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკას და ფოდენს უსწრებს - Football Observatory ხვიჩას დრიბლინგებზე
საკას და ფოდენს უსწრებს - Football Observatory ხვიჩას დრიბლინგებზე