ხვიჩა კვარაცხელია, ფილ ფოდენი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში, ბუკაიო საკა
Aa
Aa

საკას და ფოდენს უსწრებს - Football Observatory ხვიჩას დრიბლინგებზე

Football Observatory-ს მონაცემებით მსოფლიოს 23-წლამდე ფეხბურთელთა შორის საუკეთესო დრიბლიორი 100 ქულით ვინისიუს ჟუნიორია, სიაში მე-7 პოზიციას ხვიჩა კვარაცხელია იკავებს, მის აქტივში 80,7 ქულაა. ხვიჩა კვარაცხელია ვინისიუსის გარდა ანხელო გაბრიელს, ჯამალ მუსიალას, მოჰამედ კუდუსს, როდრიგო გოეშსა და ლუის ენრიკეს ჩამორჩება.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ქართველი ვარსკვლავი ყოველ 19:06 წუთში ერთ დრიბლინგის ასრულებს, მისი დრიბლინგის წარმატების კოეფიციენტი 47,5 პროცენტს შეადგენს.

საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს უსწრებს როგორებიც ნიკო უილიამსი (76,5), ფილ ფოდენი (76,5), გაბრიელ მარტინელი (73,2) და ბუკაიო საკა (70,4) არიან.

ქართველ ფეხბურთელს შედეგიანი ქმედება ბოლო 7 შეხვედრაში არ ჰქონია. ხვიჩას მიმდინარე სეზონში, სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე, 14 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. 77-ე ნომრის ბოლო გაელვება 19 მარტით თარიღდება.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობის ვადაზე ადრე განაღდების შანსი ხუთშაბათს ექნება. საქართველოს დროით 22:45 საათზე „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაშიც ჩემპიონის სტატუსს გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლობოტკამ გამაოცა, კვარას აქამდეც ვიცნობდი“ - გორან პანდევი
„ლობოტკამ გამაოცა, კვარას აქამდეც ვიცნობდი“ - გორან პანდევი