ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, დავიდე ბალარდინი
Aa
Aa

„მონსტრებთან ვთამაშობთ“ - კრემონეზე მილანთან სენსაციას გეგმავს

„კრემონეზეს“ მთავარი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი „მილანთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნავს, რომ სტეფანო პიოლის გუნდი ძალიან ძლიერია, თუმცა თუ „კრემონეზე“ თავის ფეხბურთს ითამაშებს, ქულის ან ქულების მოპოვების შანსი რეალურია.

დავიდე ბალარდინი: „მილანისთვის“ ქულების მოპოვება რთულია, რადგან პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ამიტომ, შესაძლოა, მეტოქემ რამდენიმე მოთამაშე დაასვენოს.

დარწმუნებულნი ვართ, თუ გუნდურობას გამოვავლენთ და საქმისადმი სწორი დამოკიდებულება გვექნება, ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ. აშკარაა, რომ მონსტრების წინააღმდეგ ვითამაშებთ, რადგან როცა „მილანი“ ფიზიკურად კარგადაა მომზადებული, ძალიან ძლიერია, გააზრებულად თამაშობს და ფეხბურთელებს თავმდაბლობა ახასიათებთ, თავში არ უვარდებათ. გვჯერა, თუ გუნდურად კარგად ვითამაშებთ, ისეთივე პერფორმანსს ვაჩვენებთ, როგორც გასულ ტურში „ვერონასთან“ იყო“.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში „კრემონეზესა“ და „მილანის“ შეხვედრა 0:0 დასრულდა.

Sky Italia-ს ცნობით, ლუკა ლოჩოშვილი კვლავ „კრემონეზეს“ სასტარტოში ითამაშებს. „კრემონეზეს“ სავარაუდო სასტარტო 11-ეული ასეთია: კარნეზეკი, ფერარი, ვასკესკი, ლოჩოშვილი, სერნიკოლა, მეიტე, კასტანეტი, ვალერი, ბუონაიუტო, ოკერეკე, დესერსი.

24 წლის ლუკა ლოჩოშვილმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში (17 სასტარტოში) 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, იტალიის თასის ორივე ნახევარფინალურ მატჩში ითამაშა (1 სასტარტოში).

32 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 20-გუნდიან სერია ა-ში 20 ქულით მე-19 ადგილზეა, მე-17 ადგილზე მყოფ „სპეციას“ 7 ქულით ჩამორჩება. 33-ე ტურში, 3 მაისს, „კრემონეზე“ „მილანს“ მიიღებს, შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლობოტკამ გამაოცა, კვარას აქამდეც ვიცნობდი“ - გორან პანდევი
„ლობოტკამ გამაოცა, კვარას აქამდეც ვიცნობდი“ - გორან პანდევი