ხვიჩა კვარაცხელია, გორან პანდევი
Aa
Aa

„ლობოტკამ გამაოცა, კვარას აქამდეც ვიცნობდი“ - გორან პანდევი

ჩრდილოეთ მაკედონიური ფეხბურთის ლეგენდამ, გორან პანდევმა ყოფილ კლუბზე, „ნაპოლიზე“ ისაუბრა. პანდევმა დაასახელა „პარტენოპეის“ მოთამაშე, რომელმაც გააოცა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მანამდე იცნობდა, სანამ ის ნეაპოლურ გუნდში გადავიდოდა.

„ნეაპოლში სამი დაუვიწყარი წელიწადი გავატარე. იტალიის თასი მოვიგეთ და სკუდეტოც უნდა მოგვეგო. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ სკუდეტოს მოსაპოვებლად საჭიროა, ბევრი რამ შენ სასარგებლოდ განვითარდეს. ძალიან ვწუხვარ, წარმატებას რომ ვერ მივაღწიეთ. არადა, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა.

სიძლიერით ალბათ, დღევანდელი ნაპოლის დონეზე ვიყავით და კლუბის, ხალხისა და ელმასის გამო, ძალიან გახარებული ვარ. პრეზიდენტს, სპორტულ დირექტორსა და ნაპოლიში მომუშავე ადამიანებს ამ წარმატებას ვულოცავ. სპალეტი შესანიშნავი მთავარი მწვრთნელია და სკუდეტოს იმსახურებდა, რადგან მისი გუნდი ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. ნაპოლისა და მილანის დაპირისპირებას რაც შეეხება, პარტენოპეიმ კარგად იასპარეზა და პირველ შეხვედრაში გოლის გატანას იმსახურებდა. ძალიან მეწყინა, ნაპოლიმ ფინალში გასასვლელად ბრძოლა რომ ვერ განაგრძო.

ლობოტკამ გამაოცა, რადგან ნეაპოლური კარიერის პირველ წელს თამაში უჭირდა, მიმდინარე სეზონში კი ბრწყინვალედ ასპარეზობს და მისი გამოტოვებული თამაში არ მახსენდება. კვარაცხელიას ნაპოლიმდე ვიცნობდი, რადგან სანაკრებო დონეზე რამდენჯერმე შევხვდი და იგი ძალიან ძლიერია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობის ვადაზე ადრე განაღდების შანსი ხუთშაბათს ექნება. საქართველოს დროით 22:45 საათზე „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაშიც ჩემპიონის სტატუსს გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კორექტულად არ მოქცეულა“ - რუსული გამოცემა საბა საზონოვზე
„კორექტულად არ მოქცეულა“ - რუსული გამოცემა საბა საზონოვზე