EJU: „მოუთმენლად ველით გრიგალაშვილის და კასეს შეხვედრას“
ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ევროპული ძიუდოს კავშირი (EJU) ეტაპობრივად ტურნირის ფავორიტებზე წერს.
EJU-ს ყურადღების ცენტრში ამჯერად -81 კგ. წონითი კატეგორიის ორი უძლიერესი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი და ბელგილი მატიას კასე მოექცნენ, რომელიც წონის უპირობო ფავორიტებად მოიაზრებიან. ევროპული ძიუდოს კავშირი ქართულ-ბელგიური დუელის ფინალურ დაპირისპირებაზე დიდ იმედებს ამყარებს.
რა წერია EJU.NET-ზე:
შესაძლოა, -81 კგ. წონითი კატეგორია ერთ-ერთი უძლიერესი იყოს, მსოფლიო ჩემპიონატზე ყურადღების ცენტრში კი კვლავ ტატო გრიგალაშვილი და მატიას კასე იქნებიან.
მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ჩემპიონები, რომლებსაც -81 კილოგრამში ორი ტოპ-ძიუდოისტის ბრძოლა ჩაკეტილი აქვთ. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი ფინალური შეხვედრა არასდროს დაგვავიწყდება. მატჩის ბედი დამატებით დროში, ერთადერთმა ოქროს ქულამ გადაწყვიტა, რომელიც გვეგონა, რომ არასდროს დასრულდებოდა. ამ შეხვედრის გამო, წყვილი სანიმუშო ბრძოლისთვის დაჯილდოვდა როგორც ტექნიკური უნარჩვევების, ისე მეომრის მენტალიტეტის გამოვლენის გამო, შემდეგ კი ერთმანეთის მიმართ პატივისცემისთვის. ეს დუეტი ძიუდოს ღირებულებებსა განასახიერებს და სწორედ ამის გამო დაიმსახურეს ასეთი პატივისცემა.
იმისთვის, რომ საუკეთესო იყოთ, ამისთვის საუკეთესოები უნდა დაამარცხოთ. ისინი ეცდებიან ფინალში, კიდევ ერთხელ ნახონ ერთმანეთი და კვლავ საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლონ. თუმცა, ეს არ იქნება ორკაციანი ბრძოლა და არც ეს ბიჭები არიან დაუმარცხებლები. არ დაგვავიწყდეს, სპორტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
როგორც გრიგალაშვილმა, ისე კასემ სხვა განთესილი მეტოქეებიც უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, აზერბაიჯანელი საედ მოლაი, რომელიც ასევე მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია და ჯერ კიდევ შესწევს უნარი, რომ ტიტული დაიბრუნოს. ანტალიის გრანდ სლემზე, ის კასეს ამარცხებდა და რომ არა ბელგიელის ბრწყინვალე უნარი ნევაზაში, ის ალბათ ბრძოლას გამარჯვებამდეც მიიყვანდა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა შორის, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარის დედაქალაქ დოჰაში 7 მაისიდან დაიწყება, ტატო გრიგალაშვილს კი ასპარეზობა 10 მაისს არის დაგეგმილი. აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გრიგალაშვილი ტურნირის გამარჯვებული გახდა, ფინალში კი სწორედ ბელგიელი, მატიას კასე დამატებით დროში მოპოვებული ოქროს ქულით დაამარცხა.