UFC-ის ყოფილ მებრძოლს ავტობუსი დაეჯახა | მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
ორშაბათს, ბრაზილიაში ტრაგედია დატრიალდა და UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ფელიპე კოლარესი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. Globo Esporte-ს ინფორმაციით, მას ავტობუსი დაეჯახა და ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.
კოლარესის მწვრთნელის, როდრიგო ბაბის თქმით, მას პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და სასწრაფო დახმარების ავტომობილით უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მებრძოლი ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას მეუღლე და 10 თვის შვილი დარჩა.
კოლარესმა MMA-ში სადებიუტო ბრძოლა 2013 წელს ჩაატარა და საწყისი 8 ბრძოლიდან ყველა მოიგო. კარიერაში მას 16-ჯერ უჩხუბია და მის ანგარიშზე 12 გამარჯვებაა. UFC-იმ ის 2019 წელს გაიფორმა და 2022 წელს, ჩეიზ ჰუპერთან განცდილი მარცხის შემდეგ გაუშვა. UFC-დან კოლარესმა Ares FC-ს მიაშურა და ალიუნ ნაჰაი პირველ რაუნდში დააფინიშა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, კოლარესი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. იანვარში, მან მძარცველები გაანეიტრალა და ისინი პოლიციის მოსვლამდე დააკავა.