ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ასეთ მატჩში პატარა ბიჭიც გააჩერებდა“ - ესპოზიტო სალერნიტანა-ნაპოლიზე და კვარაზე

მასიმილიანო ესპოზიტო იტალიელი ფეხბურთელია, რომელიც სხვადასხვა დროს, „ნაპოლის“, „ლაციოს“, ბრეშასა“ და „კიევოს“ რიგებში თამაშობდა. იგი გადაცემა 1 Football Club-ში სტუმრად იყო მიწვეული და „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

„მარტივი არაა ითამაშო გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ საჯარიმოსთან ბარიკადებს აწყობენ. ასეთ გუნდებთან სივრცის პოვნა ძალიან ძნელია, თუმცა ნაპოლის უამრავი შანსი ჰქონდა, რათა უპირატესობა 2-ბურთიანი გაეხადა და პარტენოპეი საკუთარი შეცდომების გამო დაისაჯა.

მოახერხა თუ არა მაცოკიმ კვარაცხელიას განეიტრალება? თავს კვარას ადგილას წარმოვიდგენ და გეტყვით, რომ ფეხბურთელისთვის, რომელიც დრიბლინგისკენ და აქტიურობისკენაა მიდრეკილი, ძალიან რთულია, ითამაშოს მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც მთელი გუნდით თავს იცავს. ამ მატჩის ტაქტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ქართველისნაირი ტალანტის აყვანა პატარა ბიჭუნას რომ მივანდოთ, მოვალეობას თავს ისიც კარგად გაართმევს. მაცოკის არაფერს ვუკარგავ და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ განსხვავებულ ვითარებაში კვარაცხელია ბევრად მეტს გააკეთებდა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობის ვადაზე ადრე განაღდების შანსი ხუთშაბათს ექნება. საქართველოს დროით 22:45 საათზე „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაშიც ჩემპიონის სტატუსს გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა | ღამურების ლეგენდას გადაასწრო
მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა | ღამურების ლეგენდას გადაასწრო