დევინ ბუკერი, კრის პოლი, ნიკოლა იოკიჩი, კევინ დურანტი, აარონ გორდონი
Aa
Aa

დენვერმა მეორეც მოიგო | ფინიქსი რთულ მდგომარეობაშია

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი, „ფინიქს სანსი“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კევინ დურანტის, კრის პოლისა და დევინ ბუკერის გუნდმა „დენვერ ნაგეთსთან“ მეორე შეხვედრაც წააგო და კოლორადოელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, დღევანდელი შეხვედრა დაბალშედეგიანი გამოდგა, თუმცა თამაში ქულა-ქულაში წარიმართა. გამარჯვებულის ბედი ბოლო მეოთხედში გაირკვა, რომლის დაწყებამდეც „ფინიქსი“ 3 ქულით იგებდა. „სანსმა“ გადამწყვეტი თორმეტწუთეული ჩააგდო, 14:27 წააგო და საბოლოოდ, 87:97 დამარცხდა.

„დენვერს“ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა - 39 ქულა, 16 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება. აარონ გორდონმა 16 ქულა მიითვალა, კენტავიუს კალდუელ-პოუპის ანგარიშზე კი 14 ქულაა. „ფინიქსის“ მხრიდან 35 ქულით დევინ ბუკერი გამოირჩა. კევინ დურანტმა 27-დან 10 სროლა გამოიყენა და 24 ქულა დააგროვა, „სანსის“ სათადარიგო სკამმა კი მხოლოდ 4 ქულა გააკეთა.

ამრიგად, „ნაგეთსმა“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და მომდევნო ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს. „ფინიქსი“ საკუთარ კედლებში პირველ შეხვედრას 6 მაისს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდისთვის აღარ თამაშობს“ - ენრიკო ფედელე ხვიჩას აკრიტიკებს
„გუნდისთვის აღარ თამაშობს“ - ენრიკო ფედელე ხვიჩას აკრიტიკებს