„ეს ჩემთვის იდეალური სცენარი იქნება“ - სტერლინგმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
UFC-ში, სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის უახლოესმა მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და გაამხილა, რას გააკეთებს ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ.
რა თქვა სტერლინგმა:
სასაცილოა, როდესაც ჰენრი სეხუდოს მენეჯერიც ამბობს, რომ ნახევრადმსუბუქ წონით კატეგორიაშიც წარმატებული ვიქნებოდი. ამ დივიზიონის რამდენიმე ბიჭთან ერთად ვვარჯიშობი და თავს ნამდვილად კომფორტულად ვგრძნობდი.
ჩემს წონას მანამდე შევინარჩუნებ, სანამ სუპერმსუბუქ წონაში ვიქნები, მაგრამ გაზრდის პოტენციალი მაქვს. გრძელი ხელები მაქვს და შემიძლია კუნთოვანი მასაც გავზარდო.
ჩემთვის ეს იდეალური სცენარი იქნება: მოვუგებ სეხუდოს, შემდეგ დავამარცხებ ო’მალის, გადავალ ნახევრადმსუბუქ წონაში ვოლკანოვსკისთან, ან როდრიგესთან საბრძოლველად და შემდეგ პენსიაზე გავალ.
შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგი სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია და 7 მაისს, გამთენიისას ტიტულის დაცვის ორთაბრძოლაში ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.