„ხელები შორს კვარაცხელიასგან!“ - SpazioNapoli ხვიჩას იცავს
იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში, „სალეტნიტანასთან“ ფრის შემდეგ (1:1), იტალიელმა გულშემატკივრებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მედიის წარმომადგენლებმა „ნაპოლის“ ფეხბურთელები გააკრიტიკეს. კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც ზედიზედ 7 თამაშია საკუთარი გუნდის შემადგენლობაში არც გოლი გაუტანია და ვერც საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნაპოლი 1:1 სალერნიტანა
ამის გამო, ქართველი ფეხბურთელის მიმართ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი და მედიაორგანიზაცია უკმაყოფილებას გამოთქვას და ამბობენ, რომ ხვიჩა არა გუნდისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის თამაშობს.
დღეს, „ნაპოლისთან“ დაახლოებულმა სააგენტო SpazioNapoli-მ კვარაცხელია დაიცვა და კრიტიკოსებს ხვიჩას ახლო წარსულის გახსენებისკენ მოუწოდა.
„ხელები შორს კვარაცხელიასგან!“ - ამ სათაურით იწყება SpazioNapoli.it-ზე გამოქვეყნებული სტატია:
„სალერნიტანასთან“ „ნაპოლის“ საშინაო ფრის შემდეგ, ბევრმა თითი ხვიჩა კვარაცხელიასკენ გაიშვირა იმის გამო, რომ მეორე ტაიმში ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ის კვარა, რომელიც სეზონის დასაწყისში ვიხილეთ... როდესაც ყველას ატყუებდა თავისი ბრწყინვალე მოძრაობებით და დრიბლინგებით. სეზონის დასკვნით მაჩვენებელში მისი პროცენტული მაჩვენებელი დაეცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ კრიტიკას იმსახურებს.
ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელმაც „ატალანტას“ დაცვა გაანადგურა და ბურთი ზედა კუთხეში გაუშვა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელიც კიდევ დიდხანს გვემახსოვრება. ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელიც მარადონაზე მოულოდნელად გამოჩნდა როგორც უცნობი, ნამდვილი ჩემპიონის თვისებებით, „მონცას“ წინააღმდეგ. ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელმაც გერმანიაში, ჩემპიონთა ლიგის ცივ ღამეს დი ლორენცოს ქუსლით საოცნებო საგოლე გადაცემა გაუკეთა.
სეზონის დასაწყისში, საქართველოს ჩემპიონატიდან გადმოსული ფეხბურთელისგან ასეთ რამეს არავინ ელოდა. სერია A-ში, პირველივე სეზონში მან 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს: ხვიჩა ჩემპიონია! მან გულშემატკივრები თავისი თამაშის მაღალ დონეს შეაჩვია და ახლა, როდესაც ასეთი დამქანცველი სეზონის შემდეგ ფიზიკურად ვარდნას განიცდის, ასეთ დროს კრიზისზე საუბარი სწორი არ არის.
ის ამჟმინდელი „ნაპოლის“ ერთ-ერთი გმირია, რომელიც საბოლოოდ, 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ნანატრ სიხარულს მოუტანს ნეაპოლელ ხალხს. რაც არ უნდა მოხდეს, კვარაცხელია სამართლიანად გახდება ამ გუნდის ისტორიის ნაწილი.
ხვიჩა VS სალერნიტანა
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობის ვადაზე ადრე განაღდების შანსი ხუთშაბათს ექნება. საქართველოს დროით 22:45 საათზე „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაშიც ჩემპიონის სტატუსს გაინაღდებს.