თბილისიდან ბათუმამდე - დაბრენდილი მატარებელი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის
Aa
Aa

თბილისიდან ბათუმამდე - დაბრენდილი მატარებელი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება, 50 დღე რჩება. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველი დაბრენდილი მატარებელი გაემგზავრა. დღეიდან, მატარებლების მონიტორებში ასევე გაეშვება ვიდეორგოლები, რომელიც მგზავრებს ჩემპიონატთან დაკავშირებულ ინფორმაციას გააცნობს. დაბრენდილი მატარებელი გამგზავრებამდე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ დაათვალიერეს.

ტურნირის დაწყებამდე 50 დღით ადრე, under21tickets.ge-ზე დაიწყო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა. ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასი 10 და 15 ლარია. შეგახსენებთ, რომ ბილეთები აბონემენტების ფორმატში გაყიდვა 13 მაისიდან მიმდინარეობდა. უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები