კონსტანტინ მარადიშვილი
Aa
Aa

„მისი პოზიცია ვიცი“ - ნაგორნიხი მარადიშვილის მოქალაქეობის შეცვლაზე

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა იური ნაგორნიხმა Ria Novosti Sports-თან კონსტანტინ მარადიშვილზე ისაუბრა. კითხვა მარადიშვილის მოქალაქეობის შესაძლო შეცვლას ეხებოდა, რაც ნაგორნიხმა უარყო, ფეხბურთელი კვლავ რუსეთის მოქალაქეა.

იური ნაგორნიხი: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენთვის არ მოუმართავს, კონსტანტინეს მოქალაქობა არ შეუცვლია. მე ვიცი მისი და მისი მამის პოზიცია. მე ეს ინფორმაცია მაქვს და მხოლოდ ამ ინფორმაციით შემიძლია ვიმსჯელო“.

23 წლის კონსტანტინ მარადიშვილი 2000 წლის 27 თებერვალს მოსკოვში დაიბადა. საყრდენი ნახევარმცველი მოსკოვის ცსკა-ს აღზრდილია, 2021 წელს ცსკა-დან მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა და მას შემდეგ ამ გუნდის მოთამაშეა. მარადიშვილს, რომელსაც რუსეთის 20 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი მიხაილ გალაკტიონოვი მარადიშვილს სასტარტოში რეგულარულად ათამაშებს, რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა 19 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კროლი: „ოსიმენი გოლეადორია, ხვიჩა - ბრწყინვალე დრიბლიორი“
კროლი: „ოსიმენი გოლეადორია, ხვიჩა - ბრწყინვალე დრიბლიორი“