დარია ბილოდიდი
Aa
Aa

„ეს ნონსენსია, არა?“ - ბილოდიდი IJF-ის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას მიიღებენ. როგორც აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რუსები და ბელარუსები ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოვლენ.

ამ ფაქტს 22 წლის უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთისა და ბელარუსის სახელით მოასპარეზე სპორტსმენები თავიანთი ქვეყნების სამხედრო პერსონალს წარმოადგენენ. ბილოდიდი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს, მან პოსტი Instagram-ში გამოაქვეყნა:

დარია ბილოდიდი: „მიმდინარე კვირაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას უკრაინის ნაკრები მიიღებს. რეგისტრაციის ბოლო დღეს ტერორისტული ქვეყნის, რუსეთის წარმომადგენლები დარეგისტრირდნენ, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საინტერესო.

ახლახან, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაციით მიმართა, რომელშიც ნათლად ეწერა, რომ რუსეთის ფედერაცია ტურნირებში არ უნდა მონაწილეობდეს. სპორტსმენები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო პერსონალს წარმოადგენენ. ყველა მათგანი სამხედრო პერსონალია. ეს ნონსენსია, არა ? ვფიქრობ, მიუღებელია, რომ ტერორისტული ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც სამხედრო პერსონალი არიან და რომელთა ქვეყანა ყოველდღე უკრაინელებს კლავს, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ნებას რთავენ. ეს ყველაფერი მხოლოდ სპორტულ ღირებულებებს არ ეხება“.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი დოჰაში გაიმართება, ტურნირი სტარტს 7 მაისს აიღებს და 14 მაისს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
IJF-მა რუსები და ბელარუსები საერთაშორისო ტურნირებზე დააბრუნა
IJF-მა რუსები და ბელარუსები საერთაშორისო ტურნირებზე დააბრუნა