ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

„სოლიდური და ყურადღებიანი“ - იტალიური მედია ლოჩოშვილზე

სერია ა-ს 32-ე ტურში „კრემონეზე“ შინ ოკერეკეს გოლით „ვერონას“ ამარცხებდა, თუმცა 62-ე წუთზე კვალიატას გაძევების გამო კრემონული გუნდი რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, 75-ე წუთზე სიმონე ვერდიმ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზეს“ სასტარტოში ითამაშა, 79-ე წუთზე შეცვალეს. ტრადიციულად, დამაჯერებელი იყო, რაც იტალიური მედიაც აღნიშნავს.

Tuttomercatoweb ლოჩოშვილზე:„კრემონეზეს“ ცენტრალური მცველის მორიგი შთამბეჭდავი პერფორმანსი. ყურადღებიანი და სოლიდური იყო სხვადასხვა ვითარებებში“.

Gazzetta-მ ლოჩოშვილს 6,5 დაუწერა: „ყურადღებიანი, სოლიდური. რაც შეეხება მის ფიზიკურ მომზადებას, ოპონენტ მილან ჯურიჩს თამაშის საშუალება არ მისცა, სივრცე შეუზღუდა, გაანეიტრალა“.

„ვერონასთან“ მატჩამდე ლოჩოშვილის შესახებ „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ ისაუბრა:

„ძლიერი ფეხბურთელია, ეს მისი პირველი იტალიური სეზონია. ზოგჯერ, ნაკლებად ყურადღებიანია, ამ მხრივ ლაფსუსები აქვს, თუმცა არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არ აქვს. ალბათ იმიტომ, რომ ის განსხვავებული ჩემპიონატიდან მოვიდა და იტალიური ფეხბურთი ძალიან დიდი ყურადღებით თამაშს მოითხოვს. ძლიერი, ჭკვიანი და სერიოზული ბიჭია. მას ახლა მხოლოდ განვითარება შეუძლია. ამისთვის წინაპირობები და ძირითადი სათამაშო ხარისხი აქვს“.

24 წლის ლუკა ლოჩოშვილმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში (17 სასტარტოში) 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, იტალიის თასის ორივე ნახევარფინალურ მატჩში ითამაშა (1 სასტარტოში).

32 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 20-გუნდიან სერია ა-ში 20 ქულით მე-19 ადგილზეა, მე-17 ადგილზე მყოფ „სპეციას“ 7 ქულით ჩამორჩება. 33-ე ტურში, 3 მაისს „კრემონეზე“ „მილანს“ სტუმრად შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ურთულესი პერიოდი უდგას“ - რას წერს Goal Italia ხვიჩაზე
„ურთულესი პერიოდი უდგას“ - რას წერს Goal Italia ხვიჩაზე