გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

საწყის წუთებში თავდაჯერებული არაა | რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდაზე

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „კადისს“ დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. ესპანურმა გამოცემამ, Deportevalenciano-მ აღნიშნული შეხვედრის შეჯამება შემოგვთავაზა და „მამარდაზე“ ისაუბრა.

„ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. საწყის წუთებში ზედმეტად სტატიკური და არასაიმედოა, თუმცა უსამართლო იქნებოდა იმის თქმა, რომ მისმა თამაშმა ვალენსიას ქულები დააკარგვინა. პირიქით! ქართველი მეკარე იმ რამდენიმე ფეხბურთელს შორისაა, რომელთა გუნდში დატოვებაც ღირს“.

მამარდაშვილის ასპარეზობას Plazadeportiva-ც გამოეხმაურა და განაცხადა: „გიორგიმ ორი გოლი გაუშვა და მეორე სართულზე საიმედო არ ყოფილა. მას საწყის წუთებში თავდაჯერებულობა აკლია“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ღამურების“ ქართველმა მეკარემ ლა ლიგის 32-ვე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მან 32-დან 6 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ასევე, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. ორივე ტურნირის გათვალისწინებით 22 წლის ქართველი მეკარის აქტივში 8 მშრალი მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ურთულესი პერიოდი უდგას“ - რას წერს Goal Italia ხვიჩაზე
„ურთულესი პერიოდი უდგას“ - რას წერს Goal Italia ხვიჩაზე