ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის პირველი ევროპული ტიტული - შტურმი ავსტრიის თასის ჩემპიონია

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის თასის გამარჯვებულია. ქართველი ფეხბურთელის გუნდი გათამაშების ფინალში ვენის „რაპიდს“ შეხვდა და დამაჯერებლად, 0:2 დაამარცხა.

კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის მთავარმა მწვრთნელმა 75-ე წუთზე ჰორვატით შეცვალა.

რაც შეეხება გოლებს, „რაპიდის“ კარში ორივე ბურთი მანპრიტ ზაქარიამ გაიტანა. ავსტრიელმა ფეხბურთელმა ანგარიში 66-ე წუთზე გახსნა, 84-ე წუთზე კი მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და გრაცელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

ცნობისთვის, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის თასის გათამაშების 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას მე-17 მარცხი - ღამურებმა ქულები კადისთან დაკარგეს
ვალენსიას მე-17 მარცხი - ღამურებმა ქულები კადისთან დაკარგეს