გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძეს ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს

რამდენიმე დღის წინ, UNFP-ის (პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანება საფრანგეთში) გამოკითხვაში საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მიქაუტაძე დასახელდა. დღეს კი ქართველ ფორვარდს პრიზი ოფიციალურად გადაეცა.

UNFP-ის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ტერიერმა მიქაუტაძეს ლიგა 2-ის 32-ე ტურის მატჩის დაწყებამდე კუთვნილი ჯილდო გადასცა.

ჯილდოს გამოკითხვაში ხმა ლიგა 2-ის გუნდები მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და ქომაგებმა მისცეს.

როგორც მოგეხსენებათ, მიქაუტაძემ მარტში 3 გოლის გატანა შეძლო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგისთვის ეს წელს მეორე ჯილდოა. თვის მოთამაშედ ის პირველად აგვისტოში დაასახელეს.

მიქაუტაძის ანგარიშზე ლიგა 2-ში 20 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ს „ლე ავრი“ 68 ქულით ლიდერობს, ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ ანგარიშზე 62 ქულაა, მესამე პოზიციას 59 ქულით „მეცი“ იკავებს. ელიტაში საუკეთესო 2 გუნდი აღზევდება. 34-ე ტურში „ბორდო“ „კაენს“ მიიღებს (6 მაისი), „მეცი“ „ნიორს“ ესტუმრება (6 მაისი).

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      „ნაპოლიმ მათ შენარჩუნებაზე უნდა იმუშავოს“ - ლონგი ხვიჩასა და ოსიმენზე
      „ნაპოლიმ მათ შენარჩუნებაზე უნდა იმუშავოს“ - ლონგი ხვიჩასა და ოსიმენზე