ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, დავიდე ბალარდინი
Aa
Aa

„ძლიერი, ჭკვიანი და სერიოზული ბიჭია“ - ბალარდინი ლოჩოშვილზე

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ „ვერონასთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ლუკა ლოჩოშვილზე ისაუბრა. როგორც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, კითხვა „კრემონეზეს“ დაცვით ტაქტიკას ეხებოდა, რომ ქართველი ფეხბურთელი 4-მცველიან სქემაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.

იტალიელმა სპეციალისტმა, რომელსაც წარსულში კახა კალაძესთან და ლევან მჭედლიძესთან უმუშავია, ლუკა შეაქო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის ყურადღებიანი არაა, ამ მხრივ მინუსები აქვს.

დავიდე ბალარდინი: „ლოჩოშვილი ძლიერი ფეხბურთელია, ეს მისი პირველი იტალიური სეზონია. ზოგჯერ, ნაკლებად ყურადღებიანია, ამ მხრივ ლაფსუსები აქვს, თუმცა არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არ აქვს. ალბათ იმიტომ, რომ ის განსხვავებული ჩემპიონატიდან მოვიდა და იტალიური ფეხბურთი ძალიან დიდი ყურადღებით თამაშს მოითხოვს. ძლიერი, ჭკვიანი და სერიოზული ბიჭია. მას ახლა მხოლოდ განვითარება შეუძლია. ამისთვის წინაპირობები და ძირითადი სათამაშო ხარისხი აქვს“.

24 წლის ლუკა ლოჩოშვილმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში (17 სასტარტოში) 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, იტალიის თასის ორივე ნახევარფინალურ მატჩში ითამაშა (1 სასტარტოში).

31 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 20-გუნდიან სერია ა-ში 19 ქულით მე-19 ადგილზეა, მე-17 ადგილზე მყოფ „სპეციას“ 8 ქულით ჩამორჩება.  32-ე ტურში „კრემონეზე“ „ვერონას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 30 აპრილს, 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა სწორი მომენტია, ომია და კვარა რუსეთს ტოვებს...“ - რა მოხდა პარმაში?
„ახლა სწორი მომენტია, ომია და კვარა რუსეთს ტოვებს...“ - რა მოხდა პარმაში?