ენტონი ჯოშუა, დეონტეი უაილდერი
Aa
Aa

„ჩვენ შევთანხმდით“ - ჯოშუა ადასტურებს, რომ უაილდერთან ბრძოლა შედგება

სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივემ, ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ ცოტა ხნის წინა განაცხადა, რომ ის მომდევნო ბრძოლას დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ გამართავს.

„საჯაროდ ვაცხადებ, რომ უაილდერთან ბრძოლა გაიმართება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბრძოლა დეკემბერში შედგება“,

- განაცხადა მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა.

აქვე გეტყივთ, რომ ენტონი ჯოშუამ პროფესიულ რინგზე 28 ბრძოლა ჩაატარა და 25 მოიგო, უაილდერს კი 46 ბრძოლიდან 43 გამარჯვება აქვს.

უაილდერი ბოლოს რინგზე 2021 წელს ტაისონ ფიურის წინააღმდგე რადგა და 11-რაუნდიან ბრძოლაში ნოკაუტით დამარცხდა.

რაც შეეხება ჯოშუას, მან ბოლოს 2 აპრილს ლონდონში ჯერმეინ ფრანკლინთან იჩხუბა, რომელსაც 12-რაუნდიან დაპირისპირებაში არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ან მომკლავ, ან მოკვდები“ - დოკუმენტური ფილმი ილია თოფურიას შესახებ
„ან მომკლავ, ან მოკვდები“ - დოკუმენტური ფილმი ილია თოფურიას შესახებ